ჟურნალისტებმა, პროტესტის ნიშნად, პარლამენტში ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს
ჟურნალისტებმა პარლამენტში პროტესტის ნიშნად 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ. ეს არის ის, რომ მოძალადეებმა, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, დაისაჯონ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მე მგონია, რომ შეუსრულებელს არაფერს ვითხოვთ", — განაცხადა მთავარი არხის ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ.
"როდესაც მე კეტს მირტყამდნენ თავში, ჩემ გარშემო არც ერთი პოლიციელი არ იყო, რომელიც დამიცავდა. ეს [5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქცია] იყო სადამსჯელო ღონისძიება ჩვეულებრივი. ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი კრიტიკული კითხვებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ. შედეგიც სახეზეა — დაიღუპა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. არავის არ უნდა შერჩეს ეს", — განაცხადა ტაბულას ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ.
კოლეგის გარდაცვალების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოძიებისა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის გადადგომის მოთხოვნით, ჟურნალისტები ერთ კვირაზე მეტია სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს:
- ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს
- საკრებულოს სხდომა ბათუმში ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა
- ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებმა ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს
- ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერა
- #ლექSOSთვის — რეგიონულმა მაუწყებლებმა 10 წუთით ეთერი გათიშეს
- საკოორდინაციოს ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაურის პარლამენტში მიწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 28 მაისს, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოთქვა. მას შს მინისტრის მიწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სურდა, რათა კითხვები დაესვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამნიძის განცხადება "არ იყო აკურატულად შედგენილი" და თავიდან გაგზავნა სთხოვა. ამის შემდეგ კი ამბობდა, რომ მინისტრს 5 ივლისამდე, ანუ დაგეგმილ ღირსების მარშამდე, პარლამენტში მისვლა, შესაძლოა, ვერ მოესწრო. 1-ელ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და გომელაურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტში პრაიდის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ მისულიყო.
არც პრაიდის კვირეულამდე და არც მის განმავლობაში გომელაური პარლამენტში არ მისულა. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ მომრავლდა, რაც 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო გამოსულმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელს თავს დაესხნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. დღის წესრიგში დადგმა მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხიც.
გომელაური საჯაროდ მხოლოდ 8 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციიდან მე-3 დღეს გამოჩნდა და თქვა პარლამენტში მივა, "ჯანმრთელობა თუ არ შეუშლის ხელს". გადადგომაზე დასმულ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "ამაზე ბევრი ოცნებობს".
11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის პროტესტი უფრო გააქტიურდა — ჟურნალისტები, ათასობით მოქალაქესთან ერთად, პარლამენტის წინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ როგორც გომელაურის, ისე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. 17 ივლისის აქციის დროს მათ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციას, დაესწროს გომელაურის მოსმენას და დაუსვან კრიტიკული კითხვები.
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები