მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა — ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეზღუდვების გარეშე იმუშაოს. ასე ეხმაურება იგი ქართული ოცნების დეპუტატების ბოიკოტს კრიტიკული მედიის მიმართ.
"ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!" — აცხადებს ზურაბიშვილი.
ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კრიტიკულ მედიასთან კომუნიკაცია მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც ჟურნალისტებმა კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრეს და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს.
17 ივლისს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს სამი ტელეკომპანია — მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა. ღონისძიებაზე მიწვეული არ იყო არც ონლაინმედია. On.ge-მ მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ სამ არხს "კითხვებზე პასუხები არ აინტერესებს" და ისინი მუდმივად "დესტრუქციულად" იქცევიან.
მედიის პროტესტი დღეს პარლამენტის შენობაშიც გაგრძელდა: ჟურნალისტებმა ჯერ პარლამენტის დერეფანში გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას კი პლენარულ დარბაზში გადმოფინეს ბანერი წარწერით "დასაჯეთ დამნაშავეები". მედიის და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო პლენარული სხდომა შეწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს მოუწოდა ბანერი ჩამოეხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გომელაურის მოსმენა გადაიდებოდა. ამ საკითხზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც მივიდნენ. იგივე პოზიციები დააფიქსირეს ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმაც. ჟურნალისტებმა ბანერის ჩამოხსნაზე უარი თქვეს იმ არგუმენტით, რომ ეს იყო პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და გომელაურს სიტყვის გაგრძელება და კითხვებზე პასუხების გაცემა ბანერის ფონზეც შეეძლო. საბოლოოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა გადაიდო.
გაიგე მეტი:
- "ოცნებას" კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, ამაში მას იდეალურად დაეხმარა ენმ — დაუშვილი მოსმენის გადადებაზე
- პოლიტიკოსებს გვევალება თანაგრძნობა, მედიის პროტესტის გაზიარება და არა საპასუხოდ დარბაზის დატოვება — ჯაფარიძე
- სხდომა ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი და მიუღებელი მიზეზების გამო გადაიდო — ბუჩუკური
- "დასაჯეთ მოძალადეები" — გომელაურს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საპროტესტო ბანერებითა და შეძახილებით შეაწყვეტინეს (LIVE)
- "სხდომის ჩაშლის მცდელობას ვერ დავუშვებდი" — რატომ არ დაუშვეს დაშავებული ჟურნალისტები პარლამენტში სტუმრის სტატუსით
-
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები