"გაწიე ეს მყრალი მიკროფონი", — აჭარის პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ TV პირველის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და მის კითხვებს არ უპასუხა.

"ხომ ხედავ პირში მთხრი, იმიტომ, რომ სუნი ასდის მიკროფონს. ტურტყლიანია და მატენი პირში, არ მსიამოვნებს [...] არ ვარ ახლა იმისთვის, რომ შენთან ვიკამათო [...] არადა, ნუ. მიხედე საქმეს", — განაცხადა მან.

გალდავა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად 11 თებერვალს დაინიშნა. ის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის საქმეში ფიგურირებდა. გალდავა მძევლებთან ერთად თავდამსხმელმა წაიყვანა, შეიარაღებულ პირთან მოლაპარალებებს სწორედ ის აწარმოებდა.