20 ივლისს ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს. წარდგენა საღამოს, 8 საათზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება.

რამდენიმე წუთის წინ პარტიამ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ ინფორმაციასთან ერთად კაცის სილუეტია გამოსახული. სავარაუდოა, რომ კანდიდატი დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

გაიგე მეტი: