ჯეფ ბეზოსი სამ მგზავრთან ერთად კოსმოსში რამდენიმე წუთის წინ გაფრინდა და მათი ვოიაჟი წარმატებით დასრულდა. ასევე წარმატებით მოხდა გამშვები რაკეტის ტეხასის უდაბნოში დაბრუნებაც.

ფოტო: გამშვები რაკეტა უდაბნოში წარმატებით დაეშვა

NS-16 მისია Blue Origin-ის ისტორიაში შევა როგორც პირველი კომერციული ფრენა ადამიანების თანხლებით.

ფოტო: ჯეფ ბეზოსი გადმოდის კაბინიდან, დედამიწაზე წარმატებით დაბრუნების შემდეგ

ჯეფ ბეზოსმა Blue Origin 2000 წელს დააარსა და მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარებაა.

ამ გაფრენით მან ყველას დაუმტკიცა, რომ New Shepard ასეთი ფრენების შესასრულებლად უსაფრთხო რაკეტაა.