მდინარაძე წულუკიანის საქციელს არ გმობს და მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჰგონია
ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად არ მიაჩნია და საქციელს პოლიტიკური აქტად აფასებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მას ჰკითხა, გმობს თუ არა ის თეა წულუკიანის საქციელს, რასაზეც უპასუხა.
"არ ვგმობ წულუკიანის საქციელს იმიტომ, რომ ეს იყო ჩემთვის შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ პოლიტიკური აქტი და თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს იყო სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ ძარცვა ყოფილა. მაგრამ ვერ იქნება ძარცვა იმიტომ, რომ არ შეიძლება თეა წულუკიანის ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ატყუებთ ხალხს", — თქვა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონს ამ დრომდე არ უბრუნებს. მან ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეუარცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა პოლიცია იმავე დღეს გამოიძახა. როგორც გოგოხიამ თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
ფაქტს 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვევა.
გარდა ამისა, 23 ივლისს მთავარმა არხმა პროკურატურასაც მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.
25 ივლისს სვანეთში მყოფმა კულტურის მინისტრმა ემა გოგოხია სვანეთიდან მიმართა და უთხრა, რომ არხის კუთვნილ მიკროფონს სწორედ აქ დაუბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურის მინისტრი თქვა, რომ მიკროფონს ჟურნალისტს სამ ოქტომბრამდე ვერ მიიღებს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები