ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მრავალგზის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ამის მიუხედავად, მისი ასპარეზობა და შედეგი ოლიმპიურ თამაშებში ისტორიულია, რადგან ის გახდა პირველი ძიუდოისტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მედლები სამ ოლიმპიადზე მოიპოვა.

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

ფოტო: Reuters / Annegret Hilse

შავდათუაშვილი ოქროს, ბრინჯაოს და ახლა უკვე ვერცხლის მედლის მფლობელიცაა.

ივნისში შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც კარიერაში ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო 2019 წლის 8 აგვისტოსაც, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც რუსი მეტოქე დენის იარცევი დაამარცხა და ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ რუს სპორტსმენს საქართველოს საქართველოს დროშისკენ მიანიშნა.

ფოტო: Lasha Kuprashvili

შავდათუაშვილმა პირველი ოლიმპიური მედალი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა. მან ოქროს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელი მიკლოს უგვარი დაამარცხა.