ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ის 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ნახევარფინალში ბექაურმა რუსი მეტოქე, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ფინალი დღეს გაიმართება და ოქროს მედალისთვის ბრძოლაში ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.