ლიტერას ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი დარჩა
ლიტერას ჟიური იოსებ ჭუმბურიძის გარდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ On.ge-ს ბელა წიფურიამ დაუდასტურა:
"ცხადია მეც მოვხსენი კანდიდატურა. მიზეზი იყო კონკურსისადმი, სიტუაციისადმი შექმნილი უნდობლობითი დამოკიდებულება. ეს უნდობლობა არაა მარტო კონკრეტულად მწერლების [მხრიდან] უნდობლობა, ესაა მთლიანად ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელმწიფო პროცესების მიმართ".
ჟიური გუშინ დატოვა სამმა წევრმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა.
ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.
On.ge-ს კითხვაზე, აპირებს თუ არა ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის გაწვევას, კულტურის სამინისტროში ასე პასუხობენ:
"კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. ეს სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა.
კონკურსს ლიტერა სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს".
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ:
"არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები