პოეტი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

გივი ალხაზიშვილი გამომცემლობა მერანის მთავარი რედაქტორი იყო 1989-1999 წლებში, შემდეგ კი გამომცემლობა ლომისი დააფუძნა. ის, ასევე, გამომცემლობა მერანის დირექტორ-გამომცემელი იყო 1999 წლიდან, 2003-2006 წლებში კი ამავე გამომცემლობის დირექტორი.