ფრენები თუ აღდგება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია — კალაძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენები თუ აღდგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი.
"ფრენების აღდგენა თუ მოხდება ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, სხვა რამეს თუ გულისხმობენ, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. ალბათ, მათ უნდა ვკითხოთ", — განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, კალაძე ამბობს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამაზე საუბარი სერიოზული პრობლემაა.
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე დგას სხვა ქვეყნის ჯარები, ოკუპირებულია, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცხადია, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებით, შეიძლება სხვა ფორმით, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება. მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ეკონომიკური სიძლიერით, განვითარებით, განათლების, გონიერებით და ა.შ.", — ამბობს კალაძე.
აგვისტოს ომის 13 წლისთავის შესრულებამდე ორი დღით ადრე რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნაზე საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ჯერ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი "დანაშაულებრივ რეჟიმად" არის მოხსენიებული, შემდეგ ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ "თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს". თუმცა, ამ განცხადებაში არც დეოკუპაციაზეა რაიმე ნათქვამი და არც სხვა რაიმე პირობებზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები