ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დამსვენებლებს აცრისა და ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ფეისბუქგვერდზე ადმინსიტრაცია ავრცელებს წესებსა და რეკომენდაციების, რომელთა დაცვაც ბულვარში ყოფნისას არის საჭირო — ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ჯგუფური შეკრებებისთვის თავის არიდება.

საქართველოში დღეის მონაცემებით კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 583 647 ადამიანი. ბოლო 24 საათში COVID-19-ის 3780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 285 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 273.