ბორჯომში კაცი დაჭრეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და დაჭრილი კლინიკაში თავადვე მივიდა. ექიმები ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ის კლინიკაში გარდაიცვალა.

"დილის საათებში პაციენტი შემოსული იყო თვითდინებით, მრავლობითი ნაკვეთი მძიმე ჭრილობებით, მალევე გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეანიმაციული ღონისძიებები. ვინაიდან, ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი პაციენტი გარდაიცვალა. მრავლობითი ჭრილობები იყო კისრის და მხრის არეში", — აცხადებენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.