ლეიბორისტული პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. ის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოძრაობა გაბედე-ს ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება.

"წინ მელის ძალიან რთული ბრძოლა, რადგან ვუპირისპირდები დიდ ფულს და გავლენებს, მაგრამ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დასრულდეს ერთიდაიგივე ფიგურების მუდმივი წრეზე ტრიალი და ვიბრძოლო ნამდვილი ცვლილებებისთვის თბილისში და საქართველოში", — წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქუმსიშვილის კონკურენტები არიან ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.