ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ, ღარიბაშვილი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე ისაუბრა და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრ-არგუმენტი არ არსებობს უბრალოდ, არის შემდეგი — აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება, რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა ისაუბრა კოვიდ-უსაფრთხო საარჩევნო გარემოზე და მონაწილე პარტიებს მოუწოდა, რომ ვაქცინაციის პროვცესში ჩაერთონ. მან, ასევე, რეკომენდაციით მიმართა კანდიდატებს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ატარონ პირბადე.
"ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, ერთი მხრივ, ჩვენს კანდიდატებს ვთხოვო, მივმართო რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა ექნებათ შეხვედრები მოსახლეობასთან და მეორე მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ მათაც ატარონ ანალოგიურად აღნიშნულ შეხვედრებზე პირბადე", — თქვა მან.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.
"იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს, თუმცა, პრემიერს ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.
"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როცა პრემიერმინისტმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ, ის მხოლოდ გუშინ, 8 აგვისტოს, ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ აიცრა.
გაიგე მეტი:
- მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები — გაბუნია
- გამყრელიძე: იმის მაგივრად რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ
- იმნაძე: შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?
- მივეცით რეკომენდაცია ყველანაირ შეკრებაზე მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან გატესტილები დაუშვან — გამყრელიძე
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები