iPhone 13-ებს, შესაძლოა, ნახევარგამტარების დეფიციტის გამო წარმოების პრობლემა შეექმნათ, თუმცა მის ფანებს ახალი ინფორმაცია მაინც გაახარებთ.

ZDNet-ის ექკლუზივის მიხედვით, iPhone 13-ების ხაზში ყველაზე დიდ ელემენტებს ვიხილავთ, რაც კი აქამდე აიფონებს შორის ყოფილა.

iPhone 13 Pro Max ყველაზე დიდ განახლებას მიიღებს. სერიის ყველაზე დიდი წარმომადგენლის ელემენტის მოცულობა, წინამორბედთან შედარებით, 18%-ით იქნება გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 3687mAh-დან 4352mAh-მდე გაიზრდება. ეს მას ყველაზე დიდი ელემენტის მქონდე აიფონად აქცევს. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 18%-იანი ზრდა თაობიდან თაობამდე აქამდე არასდროს ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ iPhone 12 Pro Max-ის ელემენტი ძალიან კარგად ძლებს, მაშინ ცხადი იქნება, რომ iPhone 13 Pro Max-ს ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი ექნება.

განახლებას, რაღა თქმა უნდა, iPhone 13, Pro და Mini-ც მიიღებენ. iPhone 13-სა და 13 Pro-ს ელემენტის მოცულობა 10%-ით, 2815-დან 3095-მდე გაიზრდება, ხოლო iPhone 13 Mini-ს ელემენტის მოცულობა 2406-ის ნაცვლად 2227 იქნება, რაც 8%-იანი ზრდაა.

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ განახლებული iPhone 13 სერია ახალ A15 ჩიპსეტსაც მიიღებს, ეს უკანასკნელი კი წინამორბედ A14-თან შედარებით 20%-ით უფრო ენერგოეფექტურია. ასევე, ახალი სმარტფონები განახლებულ 5G მოდემებსაც მიიღებენ, რაც ენერგოეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.