10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 230 902 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 403,7%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის იმავე თვის მონაცემს 73,8%-ით ჩამორჩება.
ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც ივლისში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:
- თურქეთი — 35 ათასი ვიზიტი; ზრდა გასული წლის იმავე თვესთან — 91,3%;
- რუსეთი — 25,1 ათასი ვიზიტი; ზრდა — 497,9%;
- უკრაინა — 24,5 ათასი ვიზიტი; ზრდა — 1 932%;
- სომხეთი — 19,7 ათასი ვიზიტი; ზრდა — 101,9%;
- ისრაელი — 17,6 ათასი ვიზიტი; ზრდა — 70 116%;
- საქართველო (არარეზიდენტი) — 15 ათასი ვიზიტი; ზრდა — 293,3%;
- საუდის არაბეთი — 12,9 ათასი ვიზიტი; (გასული წლის ივლისში ამ ქვეყნის მოქალაქე საქართველოში არ შემოსულა);
- ყაზახეთი — 9,5 ათასი ვიზიტი; ზრდა — 1 684,3%;
- ბელარუსი — 9,4 ათასი ვიზიტი; ზრდა — 993%;
- აზერბაიჯანი — 8,4 ათასი ვიზიტი; ზრდა — 108,7%;
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 695 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,5%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემს 83%-ით ჩამორჩება.
ამ ეტაპისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც იანვარ-ივნისში უცხოური ტურიზმიდან 299,8 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება. 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან ქვეყანაში 456,5 მილიონი დოლარი შემოვიდა. როგორც ცნობილია, ტურიზმის მაჩვენებლების დრამატულად შემცირება პანდემიამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 79%-ით არის შემცირებული, რადგან 2019 წლის იანვარ-ივნისში ტურიზმმა 1,46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოგვიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უცხოეთიდან განხორციელებული ვიზიტები და ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა მზარდია, ტურიზმის მიმდინარე მაჩვენებლები პანდემიადელ მონაცემებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები