დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა არ არის ყოვლისშემძლე, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მოსახლეობის პასუხისმგებლობასა და რეკომენდაციების დაცვაზე, რომ ჯანდაცვის სექტორში კოლაფსი არ მოხდეს.

"ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც მისი ყველა უწყება და სიპი, ასევე ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას ასევე მოსახლეობას, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა", — თქვა ტიკარაძემ

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 713 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: