დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის მიერ ხახლმარავლ ქეიფში მონაწილეობა "ესმის", მაგრამ მიუღებელი ჰგონია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"იცით რა, პრემიერიც ქართველია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია და ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის, მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეც მიუღებელი იყო (...) სუფრაზე მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო", — განაცხადა მან.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.