დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნეტფლიქსმა ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის სერიალად ქცევა განიზრახა. აქამდე პროექტის შესახებ არცთუ ბევრი დეტალი იყო ცნობილი, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ სტრიმინგ პლატფორმის მფლობელმა კომპანიამ მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების ვინაობა გაამხილა.

აანგი — გორდონ კორმიე

ფოტო: Nickelodeon / Netflix

კატარა — კიავენტიიო

ფოტო: Nickelodeon / Netflix

სოკა — იენ ოუსლი

ფოტო: Nickelodeon / Netflix

ზუკო — დალას ლიუ

ფოტო: Nickelodeon / Netflix

სერიალზე მუშაობის დაწყების შესახებ ნეტფლიქსმა თავდაპირველად 2018 წელს განაცხადა. თუმცა, გასულ წელს კომპანიას ავატარის შემქმნელებთან, მაიკლ დანტე დიმარტინოსა და ბრაიან კონიეცკოსთან, "შემოქმედებითი ხედვების აცდენის" გამო უთანხმოება მოუხდა.

"მივხვდი, რომ სერიალის შემოქმედებითი მიმართულების მართვა არ შემეძლო, თუმცა, ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად შეიძლებოდა", — განაცხადა მაშინ დიმარტინომ, — "ნეტფლიქსის სერიალს კარგი პროდუქტის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეკრანზე რაც უნდა გამოვიდეს, ის არ იქნება, რის გაკეთებასაც მე და ბრაიანი ვაპირებდით".

ნაით შიამალანის 2010 წელს გამოსული ფილმის შემდეგ ეს ავატარის პირველი "ლაივ-ექშენ" ეკრანიზაციაა. ნეტფლიქსის პროექტის შემქმნელის, ალბერტ კიმის განცხადებით, ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდა, რომ სერიალს ახლა არა მხოლოდ ანიმაციაში შექმნილის ზუსტად გადმოცემა, არამედ სამყაროსათვის სხვა ხიბლის მიცემაც კი შეუძლია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი სერიალს.