ბრიტნი თავისუფალია — ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობას ჩამოშორდა
ბრიტნი სპირსის მამა, ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობაზე ჩამოშორებას დათანხმდა. ეს მომღერლის უდიდესი წარმატებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავმა სასამართლოზე საჯაროდ ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს მამამისი მის ცხოვრებას აღარ აკონტროლებდეს.
ჯეიმს სპირსი თავისი შვილის მეურვედ 2008 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც გამუდმებული წნეხის შემდეგ ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა და მისი მდგომარეობა პაპარაცებისა და მედიის წყალობით საჯარო განხილვის თემად იქცა. მომღერალზე მეურვეობა თავდაპირველად მამამისმა და ადვოკატმა, ენდრიუ უოლეტმა აიღეს, მაგრამ უოლეტი 2019 წელს გადადგა, რის შემდეგაც ბრიტნის ფინანსებს მხოლოდ ჯეიმს სპირსი განაგებდა.
13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.
2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.
მომღერალმა ივნისში სასამართლოზე განაცხადა, რომ სურს "საკუთარ ოჯახს უჩივლოს" და დასძინა, რომ მამამისის ადგილი ციხეშია.
ჯეიმს სპირსი შვილის პეტიციას, მეურვეობიდან მის ჩამოშორებაზე, ხუთშაბათს, 12 აგვისტოს დათანხმდა. ადვოკატის განცხადებით, ამის მიზეზი ის "საჯარო ბრძოლაა", რომელიც მას და შვილს შორის იმართება და მის გადაწყვეტილებას სხვა საფუძველი არ ჰქონია:
"იმის მიუხედავად, რომ ჯეიმს სპირსი უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია, მას არ სურს, რომ საკუთარ ქალიშვილთან საჯარო დაპირისპირება ჰქონდეს მეურვეობის საქმეზე, რაც ბრიტნის საუკეთესო ინტერესების დაცვით ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრიტნის პეტიცია გაუმართლებლად მიაჩნია, მზადაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს და მეურვეობის გადაბარების პროცესზე იმუშაოს".
ბრიტნის ადვოკატი მეთიუ როუზენგარტი ჯეიმსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
"ეს ბრიტნის რეაბილიტაციის დასაწყისია, თუმცა გული გვწყდება, რომ ის ურცხვად აგრძელებს საკუთარ შვილზე თავდასხმას. ჯობს ჩუმად იყოს და დაუყოვნებლივ გადადგეს".
ის დასძენს, რომ ბრიტნის ქონების განიავებაზე გამოძიება გრძელდება.
ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:
"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".
ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ წინა ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.
წარსულში ბრიტნიმ განაცხადა, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება და მუშაობას არ გააგრძელებს, სანამ მამამისი მისი მეურვეა. მისი ადვოკატის სიტყვებით, იმის გარდა, რომ ეს დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს, მის უკვე არსებულ ქონებას მამამისი ანიავებს და პირადი მიზნებისთვის უკანონოდ იყენებს. გარდა ამისა, ჯეიმს სპირსი ყოველთვიურად იღებს $16 000-ს მეურვეობის საქმეში, როცა ბრიტნის ყოველთვიური ხელფასი $60-მილიონიანი ქონებიდან მასზე $2 ათასით ნაკლებია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები