რამდენად აღდგა მგზავრთა და რეისების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში — ივლისის სტატისტიკა
მიმდინარე წლის ივლისში ქუთაისის აეროპორტით 42 332 მგზავრმა, ხოლო პანდემიამდე, 2019 წლის იმავე თვეში 84 728 ადამიანმა ისარგებლა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2019 წლის ივლისში ქუთაისის აეროპორტი 2-ჯერ მეტ მგზავრს ემსახურებოდა, ანუ მგზავრთა ნაკადის რაოდენობა 2021 წელში 50%-ით არის აღდგენილი.
რაც შეეხება ავიაკომპანიების მიერ განხორციელებულ ფრენებს, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე წლის ივლისში სულ 186 რეისი შესრულდა, ხოლო 2019 წლის იმავე თვეში 267. ამ შემთხვევაში აღდგენის დინამიკა 70%-ია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მგზავრთა და რეისების აღდგენის დინამიკას დადებითად აფასებენ და აქცენტს ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებების დამატებაზე აკეთებენ.
"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდის კუთხით. გაფართოების შემდეგ, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დაგვიბრუნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ამ ეტაპზე, ევროპის 14 მიმართულებით ასრულებს. ასევე, ქუთაისის აეროპორტში შემოვიყვანეთ საქართველოს ავიაბაზრისთვის სრულიად ახალი ავიაკომპანია, ყაზახური დაბალბიუჯეტური FlyArystan და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან აზიის 4 მიმართულებით, ახლა კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. ასევე, აგვისტოდან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდეგ, ქუთაისიდან ოპერირება დაიწყო Belavia-მ", —განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს. მათივე ცნობით, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.
ივლისში საქართველოში 230,9 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიური პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე თვეში უცხოური ვიზიტების რაოდენობის წლიური ზრდა 403,7% იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის მიმდინარე მაჩვენებლები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს: 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რაოდენობა 73,8%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ძირითადი ნაწილი, 60% საჰაერო გზით, 39% — სახმელეთო, 0,8% — სარკინიგზო, ხოლო 0,2% საზღვაო გზით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები