ამერიკის წამლების მარეგულირებელმა იმუნოკომპრომისული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზა დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ბრძანება დაახლოებით, 10 მილიონ ადამიანს შეეხება. გამოცემის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელმა ჯანდაცვის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბუსტერი კორონავირუსთან საბრძოლველად, შესაძლოა, აუცილებელი იყოს.

BBC წერს, რომ 13 აგვისტოს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვაქცინაციის პანელზე ერთხმად დაუჭირეს მხარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ბუსტერის საჭიროებას. ექსპერტების შეფასებით, Moderna-სა და Pfizer-ის ორმა დოზამ, ასევე, Johnson & Johnson-ის ერთმა დოზამ შეიძლება საკამრისად არ დაიცვას ადამიანები, განსაკუთრებით კი, სუსტი იმუნიტეტის მქონენი.