ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორის, არიან პარლამენტის მოქმედი დეპუტატები და ენმ-ს თავმჯდომარის მამა, ექიმი ანზორ მელია.

მელიამ განაცხადა, რომ ესენი არ არიან მხოლოდ მერობის კანდიდატები, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც "2 ოქტომბრის რეფერენდუმში ქართული ოცნების გამარჯვების ავანგარდში იქნებიან".

"მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ქართული ოცნება, რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერნდუმში ის დამარცხდება. დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიასთან ან მის ერთობასთან", — განაცხადა მელიამ წარდგენისას.

მერობის კანდიდატები არიან:

  • ქუთაისი — ხატია დეკანოიძე;

  • მცხეთა — ზაალ უდუმაშვილი;
  • რუსთავი — დავით კირტიტაძე;
  • თელავი — გიორგი ბოტკოველი;
  • მარტვილი — თემურ ჯანაშია;
  • ბათუმი — გიორგი კირთაძე;
  • ქობულეთი — ბონდო თედორაძე;
  • ხელვაჩაური — მიშა ბოლქვაძე;
  • ქედა — რამინ ბერიძე;
  • შუახევი — როინ ზოიძე;
  • ხულო — გოგიტა სოლომონიძე;
  • ვანი — ბადრი მებურიშვილი;
  • ზესტაფანი — ბაქარ ხიჯაკაძე;
  • სამტრედია — მამუკა ბიბილეიშვილი;
  • ადიგენი — მარეხი დათაშვილი;
  • ასპინძა — გიორგი გიორგაძე;
  • საგარეჯო — დავით ჯახაშვილი;
  • ახმეტა — ზურაბ ოტიაშვილი;
  • გურჯაანი — სერგი კაკალაშვილი;
  • დედოფლისწყარო — თამაზ კოჭლამაზაშვილი;
  • სიღნაღი — ზაზა პაპუაშვილი;
  • გორი — ვასილ მახარაშვილი;

  • დმანისი — გიორგი ტატიაშვილი;

  • თეთრიწყარო — ვანო მაღალაშვილი;
  • ხაშური — იოსებ ბუაძე;
  • კასპი — ნუგზარ ნონიაშვილი;
  • ქარელი — ნიკოლოზ ახალკაცი;
  • ხობი — ბესიკ შენგელია;
  • ზუგდიდი — ანზორ მელია.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს მათ კანდიდატების ნაწილი წარადგინეს და სხვა ქალაქებზე მიმდინარეობს შეთანხმება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ნახეთ On.ge-ს პირდაპირი ეთერი ენმ-ს ოფისიდან, სადაც კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.