ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა(თელმიკო) და სს თელასს მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება და გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა დაავალა მათ სააბონენტო ბარათებზე.

მათი ცნობით, ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარციხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

"კომისიის გადაწყვეტილებით, სს "თელასისა" და შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა. კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე", — აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.