ჩვენი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს — ბუჩუკური
გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მათ მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. ბუჩუკური ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ შანტაჟის, დამუქრებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ "ჩადება" დაიწყო.
"პარტიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აკაკი ბართაია მიემგზავრებოდა სურამში, რა დროსაც მცხეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა მანქანიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკის ჩატარებამდე, ის ჩასვეს ე.წ. "ტაქსიში" (პოლიციის შენიღბულ მანქანაში), სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის ისე, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა, შემდეგ კი, ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის) აღება, რა დროსაც მან მიიღო დაზიანება, რაც გვაძლევს მყარ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დეენემის კვალის დასატანად", — აღნიშნა ბუჩუკურმა.
მისივე განცხადებით, ბართაიას მანამდე ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაკავებით დაემუქრნენ.
On.ge ანა ბუჩუკურის განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები