ყოფილმა დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს ასევე ყოფილ დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის თავდებობა სურდა. მან მოსამართლეს შესთავაზა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, ზვიადაური მის სახლში გაეშვა.

ქუცნაშვილის თქმით, მისი სახლი იზოლირებულია მეზობლებისგან და დაცულია. ის ფიქრობდა, რომ თუ მოსამართლე ამის ნებას მისცემდა, შეეძლო სახლიდან გასვლისას ზვიადაური ჩაეკეტა და კარგი მაშინ გაეღო, როცა სახლში მივიდოდა.

"შეგვიძლია, მთელი სახლი დავუთმოთ ზურას. მისი მიუღლე ისეთ ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია, რომ მათი კავშირი აუცილებელია და თუ ნებას მომცემთ, იქ მივიყვან. მე და ჩემი მეუღლე გამოვალთ და ზურას დავუთმობთ ამ სახლს. სახლი ყველა მხრიდან დაცულია.

ჩემს სახლში იცხოვრებენ. თუ საჭიროა მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე, კარებს ჩავუკეტავ სახლიდან გასვლისას და გავაღებ მოსვლისას. იგივე მოხდება ციხეშიც, კარებს ჩაუკეტავენ ზურას, როცა შევა კამერაში და გაუღებენ, როცა გამოვა. მე ვამბობ, რომ სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს ზურას წინასწარ პატიმრობაში არცერთ თეთრს. მე ჩაუკეტავ იმ კარებს და მე გავუღებ, თუ რამეს დააშავებს კიდე, მე ვაგებ პასუხს", — განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და სხვა სპორტსმენებიც.

ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობა შეეფარდა მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირს, რომელსაც შსს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

პოლიციამ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მან სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.