სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა
ყოფილ დეპუტატსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პირველი არხის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად მიმალვა, მოწმეზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა დაასახელა. დაცვის მხარე ზვიადაურისთვის 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
პატიმრობა შეეფარდა მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირს, რომელსაც შსს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. დაცვის მხარე მისთვის 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
პოლიციამ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მან სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-ს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყება ამბობს, რომ დაპირისპირებისას 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ცეცხლი გახსნა იარაღიდან, რომელიც დაკავებულ ჯ.ჯ.-ს სახელზეა რეგისტრირებული. შსს-ს ინფორმაციით, ამას 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 2 კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სწორედ ამ ორ გარდაცვლილს შორისაა ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-ს ცნობით, მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა პირი, რომლის გასროლის შედეგადაც გარდაიცვალა ზვიადაურის ძმა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები