პენტაგონის განცხადებით, 14 აგვისტოდან, აშშ-ს მიერ ევაკუაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ავღანეთიდან 7 000 ადამიანი გამოიყვანეს და ევაკუაციის პროცესი ისევ გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავღანეთიდან წამოსული ადამიანიების რაოდენობა, დაახლოებით 12 ათასს აღწევს. ამ დროისთვის კი ქაბულში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

თალიბანმა 15-16 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ. თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება. მათ შორის არის ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.