New York Times კორონავირუსის ბოლო 1 კვირის მაჩვენებლების საფუძველზე წერს, რომ 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ პერიოდში ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 4 908-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 132 ახალ შემთხვევას გულისხმობს. ხოლო დღეში საშუალოდ სიკვდილიანობა 46,9-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 1,26-ია.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ყველაზე ცუდი მდგომარეობის ქვეყნების ათეული ასეთია: საქართველო, დომინიკა, კოსოვო, კუბა, მონტენეგრო, ისრაელი, სეიშელი, მალაიზია, მენის კუნძული.

ფოტო: NYT

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, დადასტურდა 4 901 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 586 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: