აშშ მოქალაქეებს ურჩევს, ქაბულის აეროპორტში მისვლას მოერიდონ
აშშ მოქალაქეებს ურჩევენ, ქაბულის აეროპორტში მისვლას მოერიდონ. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო მედია, მათ შორის, Reuters ავრცელებს.
მედიების ცნობით, ამ გაფრთხილების მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს, რადგან აეროპორტში ხალხმრავლობაა და ათასობით ადამიანი ქაოსის ფონზე ცდილობს, თვითმფრინავებში ჩასხდომასა და ქვეყნის დატოვებას.
თალიბანმა მათ, ვისაც სამგზავრო დოკუმენტები არ გააჩნია, მოუწოდა, რომ სახლში წასულიყვნენ. გამოცემა NATO-სა და თალიბანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული კვირის მანძილზე აეროპორტის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
"ქაბულის აეროპორტში, კარიბჭის გარეთ უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების გამო, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ს მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტში მისვლას, სანამ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან ამის შესახებ ოფიციალურ მითითებას არ მიიღებთ", — განაცხადეს საელჩოს წარმომადგენლებმა.
Reuters-ის ცნობითვე, ეს გაფრთხილება გასცა გერმანიის საელჩომაც და მოუწოდა მოქალაქეებს, აეროპორტში მისვლისგან თავი შეიკავონ. საელჩოს განცხადებით, თალიბები ტერიტორიაზე კონტროლს სულ უფრო ამკაცრებენ.
დღეს თალიბანის თანადამფუძნებელი, აბდულ ღანი ბარადარი მოლაპარაკებებისთვის ავღანეთში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის შეხვედრებს გამართავს სამხედრო მეთაურებთან, ყოფილი მთავრობის ლიდერებსა, რელიგიურ სწავლულებთან და "ახალი მთავრობის" ჩამოყალიბებას განიხილავს.
ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები