ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. მისი განცხადებით, ეს ქრონიკული დაავადებებით იყო გამოწვეული.

"მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0,001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან", — განაცხადა მან.

საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. 23 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200, ხოლო გარდაიცვალა 60 ადამიანი. ქვეყანაში სულ აცრილია 979 813 პირი, ხოლო დღიურად აცრილთა რაოდენობამ დღეს 17 670 შეადგინა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: