ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში 5 პირი დააკავეს. როგორც On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავების ოპერაცია წუხელ კახეთის რამდენიმე ადგილზე ჩატარდა.

გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.