ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 150-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ და სამივე მათგან იმ დღესვე დააკავეს. სწორედ დღეს, 25 აგვისტოს, გავიდა 6 თვე მათი დაპატიმრებიდან, შესაბამისად, სავარაუდოდ, დღესვე გამოვლენ ციხიდან.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა 25 აგვისტომდე გადადო. სანაია მაშინ ამბობდა, რომ ყველა არგუმენტი და მტკიცებულება "დევს ხელის გულზე" იყო და განაჩენის გამოცხადების გადადების საფუძველი არ არსებობდა.

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.

გაიგე მეტი: