ბიზნესს აქვს სტაბილურობის განცდა — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდაა და ბიზნესს მიემატა თავდაჯერებულობა. მისი აზრით, იმ "პოლიტიკური სიმყარიდან" გამომდინარე, რომელიც შექმნეს, ბიზნესს სტაბილურობის განცდა აქვს.
"მას შემდეგ რაც დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა ეტაპობრივად, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ გახსნა ეკონომიკის, იმიტო რომ მოგეხსენებათ, ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო წლებში, 2020 წელს, ვინაიდან ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და ძალიან გაუჭირდა ჩვენს მოსახლეობას. ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი.
ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ გაზრდა. აპრილში გვქონდა უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა, 45%-იანი და ამის თავდაჯერებულობა ჩვენ ბიზნესს მიეცა სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან გამომდინარე და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომ ბიზნესს აქვს სტაბილურობის განცდა, პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 25%, ივნისში — 18% და ბოლო 6 თვეს ჩვენ გვაქვს 12% ანუ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
2020 წელს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო — ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,2%-ით შემცირდა და მუდმივ ფასებში ეკონომიკის ზომამ 40,3 მილიარდი ლარიდან 37,8 მილიარდ ლარამდე იკლო.
2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე პერიოდის მაჩვენებლები გასული წლის სრულად გაჩერებული ეკონომიკის მონაცემებს დარდება, ზოგჯერ სტატისტიკა რეკორდულად მაღალი ჩანს. მთავრობაც არ აყოვნებს და ხშირად გვახსენებს, რომ "ქვეყნის ეკონომიკა დუღს და მუშაობს".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები