დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დელტა შტამი ორსულებში მეტი რისკისშემცველია. მისი თქმით, ამის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის აცრა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება.

გაბუნიამ ისაუბრა სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 1522-ს მიმდინარე დღეებში კიდევ მეან-გინეკოლოგების სერვისი დაემატება.

"მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ კიდევ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე მესამე დონის პერინატარული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფიქეციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში", — განაცხადა მან.

მისი თქმით, მობილიზებულია საწოლებიც და ამ კუთხით ქვეყანაში დეფიციტი არ არის. გაბუნიას ინფორმაციით, 120-მდე საწოლია თბილისში, 50-მდე ქუთაისსა და იმერეთში და სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს.

დღეს ახალნამშობიარები 26 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკა ბომონდში საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსის გართულებებით ბათუმიდან გადაიყვანეს. მას ფილტვის ქსოვილის დაზიანება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

წაიკითხეთ ასევე: