დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753, ხოლო გარდაიცვალა — 79 ადამიანი. მხოლოდ აგვისტოში კორონავირუსი საქართველოში 130 377 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 1 588 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 493 414, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 408 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 31 605, ხოლო PCR-ით — 12 136.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,92%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 10,26%, ხოლო 7 დღის — 9,76%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 888;
  • აჭარა — 423;
  • იმერეთი — 608;
  • ქვემო ქართლი — 244;
  • შიდა ქართლი — 364;
  • გურია — 146;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 405;
  • კახეთი — 438;
  • მცხეთა-მთიანეთი — 159;
  • სამცხე-ჯავახეთი — 67;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 48 963, საიდანაც 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 840 — კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 38 666 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 47 688.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: