საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბერს არ აღდგება და შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

31 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები დაამატა და არსებულები გაახანგრძლივა. საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე;
  • 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს.

საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე, როგორც ღია, ისევე დახურულ სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.