ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ორსულებს ვაქციანციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ორსულებში უსაფრთხოა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვილებში ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის დედის ანუ ორსულის ვაქცინაცია და კიდევ ერთხელ მინდა, ორსულების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გავაკეთო აქცენტი. დღეს საკმარისი მზაობა არსებობს და საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ორსულებში არის უსაფრთხო და ამდენად, დროს ნუ დაკარგავენ ორსულები და რაც შეიძლება სწრაფად აიცრან", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია დედის გარდა, სხვა ოჯახის წევრების ვაქცინაციაც.

წაიკითხეთ ასევე:

საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები