მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის სერგო ჩიხლაძე. ჩიხლაძე ასევე იბრძოლებს საბურთალოს მაჟორიტარობისთვის.

მაჟორიტარობის კანდიდატები:

  • კრწანისი — დავით ცეკვავა;

  • ისანი — თეონა ჭალიძე;

  • გლდანი — ნანა ტოხვაძე;

  • დიდუბე — ოთარ ბაღათურია;

  • სამგორი — ვახტანგ იაშვილი;

  • ვაკე — პაატა ჩიქოვანი;

  • მთაწმინდა — ირაკლი გოგუაძე;

  • ჩუღურეთი — ავთანდილ ჩართოვანი;

  • ნაძალადევი — ზაზა კორხონჯია.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატები პარტიებმა უკვე დაასახელეს. ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი ნაციონლური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელიაა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია. მერობისთვის იბრძოლებს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც.

ასევე წაიკითხეთ: