გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხალხს, ვინც სხვადასხვა ოლქის სიებში ჰყავთ, "პრობლემების შექმნით" ემუქრება. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქში. რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურთ, რომ პრობლემა შეექმნათ სამსახურში ან ზოგადად. ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე. გასულ დღეებში არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე", — წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, აქამდე მათ მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ. On.ge აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.