ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვერ ხედავს საფუძველს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო გახდეს. მან, ასევე, თქვა, რომ საზოგადოების თვითშეგნებით კმაყოფილია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემოღებამდე კმაყოფილი არ იყო.

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ამის საფუძველს. რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში", — განაცხადა ტიკარაძემ იმედის დილაში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება მოხდეს.