ფორმულა, მთავარი არხი, TV პირველი და კავკასია თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას დებატებში საჯაროდ იწვევენ. დებატებში მოწვევის შესახებ ტელეკომოანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება.

2 სექტემბერს გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.