თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოთხ ტელევიზიას — ფორმულას, TV პირველს, მთავარ არხსა და კავკასიას მიწვევაზე უარს ეუბნება. ის აცხადებს, რომ იდებატებს მხოლოდ "ნეიტრალურ ტელევიზიაში" — საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

შეგახსენებთ, რომ ფორმულამ, TV პირველმა, მთავარმა არხმა და კავკასიამ დედაქალაქის მერობის სამი ყველაზე რეიტინგული კანდიდატი — კახა კალაძე, ნიკა მელია და გიორგი გახარია საერთო ეთერში სადებატოდ მიიწვიეს.

"არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით, უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე არიან გადასული [...] 16-ვე დაჯდეს, მზად ვარ ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 16-ვე იყოს წარმოდგენილი", — განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ეშინია მას კრიტიკული მედიის კითხვების, კალაძემ ასე უპასუხა:

"კი, აი, ფეხები მიკანკალებს შიშით".

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში კონკურენტმა, გიორგი გახარიამაც გამოიწვია.

გაიგე მეტი: