დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მგზავრებს ტრანსპორტში დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს მომავალი კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, ახლა თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ იქნა და ამიტომ, განსაკუთრებით, ხვალიდან უკვე ძალიან უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა ტრანსპორტი ამუშავდება. ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტში გადაადგილების უნდა დაიცვას [...] ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი ანუ დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების", — განაცხადა მან.

ხვალიდან, 13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 აგვისტოს შეიზღუდა. თავდაპირველად მას 4 ოქტომბრამდე უნდა ემოქმედა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ რეგულაცია 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.