ვერ ვიჯერებ! — ბრიტნი სპირსი შეყვარებულზე დაინიშნა
ბრიტნი სპირსის ბრძოლა 13-წლიანი მეურვეობის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. მომღერლის მამამ სასამართლოს შვილის მეურვეობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ცოტა ხნის წინ კი ბრიტნიმ ინსტაგრამზე გამომწერებს ახარა, რომ 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულ სემ ასგარზე დაინიშნა.
"ვერ ვიჯერებ" — ასე დაასათაურა ბრიტნიმ ვიდეო, რომელშიც შეყვარებულთან ერთად გამომწერებს ნიშნობის ბეჭედს უჩვენებს. სემი ბრიტნის ეკითხება, მოსწონს თუ არა ბეჭედი, რაზეც მომღერალი პასუხობს, რომ მოსწონს.
ნიშნობის შესახებ საზოგადოებას ინსტაგრამზე სემმაც აცნობა:
მეურვეობით დადგენილი წესების მიხედვით, ბრიტნის დაქორწინების უფლება აქვს, თუმცა ამაზე თანხმობა მეურვემ უნდა განაცხადოს. მომღერალმა ივნისში სასამართლოს უთხრა, რომ შეყვარებულზე დაქორწინება და შვილების ყოლა უნდოდა, თუმცა ამის უფლებას არ აძლევდნენ.
ჯეიმს სპირსი ბრიტნი სპირსის ცხოვრებას, კარიერას და ფინანსებს 2008 წლიდან განაგებს, მას შემდეგ რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრიტნის არ შეეძლო საკუთარ თავზე ეზრუნა. 13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.
2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.
ჯეიმი სპირსმა სასამართლოს შვილის მეურვეობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა. მომდევნო სხდომა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ამავე თემაზე:
- ჯეიმს სპირსი სასამართლოს საკუთარი მეურვეობისგან ბრიტნის გათავისუფლებას სთხოვს;
- ბრიტნი სპირსის მამა მეურვეობას $2 მილიონის სანაცვლოდ ჩამოშორდება — სასამართლოს დოკუმენტები;
- ბრიტნი სპირსის საქმის გავლენით აშშ-ში ახალი კანონის მიღებაზე მუშაობენ;
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები