ჯაფარიძემ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო, ლელოს პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარება სურს
ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ითხოვს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის მოწვევას. ის ამბობს, რომ ფრაქცია ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ კოლეგებთან იწყებს კონსულტაციებს.
"გადაუდებელი საჭიროებაა იმისა, რომ პარლამენტმა განიხილოს ეს უპრეცედენტო ვითარება. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა ვართ უკანონო მიყურადების და თვალთვალის სუბიექტი. ამიტომ ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის იწყებს კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან იმისათვის, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის საგანგებო სხდომა, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის სიით შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილის დასწრება და ამისთვის ჩვენ დავიწყებთ საჭირო რაოდენობის ხმების შეგროვებას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ჯაფარიძე ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილებში მისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის კომუნიკაციაცაა ასახული.
"ვადასტურებ ინფორმაციას, [ფაილებში] ასახულია ჩემი და ერთ-ერთი სასულიერო პირის სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა მოსმენა, სხვაგვარად ასეთი სიზუსტით ვერ აისახებოდა მოცემულ ფაილებში აღნიშნული დიალოგი", — ამბობს ჯაფარიძემ.
ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტისთვის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა არ ექნება.
"ზოგადად, გახსნილობის პრობლემა არ არსებობს. თუ არის საჭირო პარლამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება რომელიმე სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან, დარწმუნებული ვარ, ამის პრობლემა არავის არ ექნება, მათ შორის, არც გრიგოლ ლილუაშვილს. აბსოლუტურად გახსნილია ყველა სამართალდამცავი უწყება, მათ შორის პარლამენტის მიმართ", — ამბობს კობახიძე.
2019 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებულ ფაილში ვკითხულობთ შემდეგ ინფორმაციას:
"საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა ტარიელ სიკინჭალაშვილმა თიბისი ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელ ბადრი ჯაფარიძეს მიულოცა ფერიცვალების დღესასწაული და აღნიშნა, რომ მუდამ ლოცულობს მასზე და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეზე."
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები