გირჩი — მეტი თავისუფლების წევრები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სიმბოლურად შკოდა ოქტავია დალეწეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სუს-ის შენობასთან სიმბოლურად შკოდა ოქტავიას დალეწვით მათ უკანონო მიყურადება გააპროტესტეს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ყურუა და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-ს, ასევე, დაგვიდასტურა, რომ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.