თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისათვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები მათ სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (2-51-00-51, შიდა ნომერი 0) უნდა დაუკავშირდნენ და გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება მოითხოვონ.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 73 საარჩევნო უბანი.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურა 2 ოქტომბერს, 08:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ცესკოს ინფორმაციით,

ცესკოში ამბობენ, რომ სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან, რომლებიც დაიცავენ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებს და იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით.