დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მას კახეთის მოსახლეობა დაპირდა, რომ რთველის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება. ამის შესახებ მან სოფელ ყარაჯალაში განაცხადა, სადაც არსებული ეპიდვითარებისა და იმუნიზაციის პროცესის გასაცნობად იმყოფებოდა.

"მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა ოქტომბერსა და ნოემბერში მაქსიმალურად აიცრება, კორონავირუსის მე-5 ტალღა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც აგვისტოში იყო.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინააა და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები